სასწავლო პროექტი

მისტიკური რიცხვები და 

მაგიური კვადრატები

პროექტის მთავარი იდეა: ჩვეულებრივი რიცხვების, რიცხვთა მისტიკის და მაგიური კვადრატების გაცნობა.

პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა:  პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიგებენ, რომ იმ რიცხვთა სიმრავლეების გარდა, რასაც ისინი სკოლაში სწავლობენ, არსებობენ რიცხვთა სხვა სიმრავლეებიც. ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას და მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ პრაქტიკული ამოცანების, კერძოდ თავსატეხების ამოხსნაში.

პროექტის მიზნები და შედეგები:  რიცხვთა წარმოშობის ისტორიის გაცნობა, რიცხვების გამოყენება მაგიური კვადრატების შესაქმნელად, განსხვავების პოვნა ასტროლოგიასა და ავგაროზს შორის. პროექტის საშუალებით მოსწავლეები ისწავლიან კვლევა – ძიებასა და ანალიზის გაკეთებას, მასალების შეგროვებას,გამოუმუშავდებათ ჯგუფებში მუშაობის უნარ–ჩვევები.

მონაწილეთა ასაკი:  16–17 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა:  10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას, დაამზადებენ პლაკატებს, მოიძიებენ სხვადასხვა სახის რიცხვთა სიმრავლეების შექმნის ისტორიას.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:  მათემატიკური ენციკლოპედია, ვ. კოპალეიშვილის „საინტერესო მათემატიკა’’, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის  მსვლელობა:  მოსწავლეებს გავყოფ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დავავალებ თეორიული მასალის მოძიებას შემდეგ საკითხებზე:
1)      სრულყოფილი და მეგობარი რიცხვები;
2)      მაგიური კვადრატების ძირითადი თვისება;
3)      ასტროლოგია და ავგაროზი;
4)      ჰოროსკოპი და თანავარსკვლავედი;
5)      ბრიუსის ჰოროსკოპი.
6)       
მეორე ჯგუფი გააკეთებს იგივე საკითხებზე ელექტრონულ პრეზენტაციას.
ჯგუფებს ეყოლებათ ლიდერი,რომლებიც გააკეთებენ პროექტის შემაჯამებელ ანგარიშს. აღნიშნული ანგარიშითა და მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკით მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება.

საგანთა შორის კავშირი:  ასტროლოგია, ფიზიკა, მათემატიკა
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ.  XI. 1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების /  ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება.
მათ: XI. 3. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.

პროექტის ხელმძღვანელი:  ლოლა ჩხაიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lolachkhaidze@gmail.com.